პოლიტიკა
ბაღდათში 37-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 780 მოქალაქემ მიიღო
ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისიამ 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემები  გაავრცელა.

კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის 37-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 780 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.3 % შეადგენს.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. ამ ოლქში ასევე ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი შედის.

ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში კი სულ 48 165 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
| Print |