ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ ამორჩეველთა აქტივობის 10 საათიისთვის

მონაცემები გაავრცელა. #59 საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტოვობა ამ დროისთვის საკმაოდ დაბალია.

“10 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 7 293 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 4,51 % შეადგენს, ხოლო  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის მონაწილეობა 12 287 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 7,6 % შეადგენდა. ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა, რაც #112 უბანზე საკონტროლო ფურცლის შეცდომით შევსებასთანაა დაკავშირებული და ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე ვიმსჯელებთ,”-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *