ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დღეს

, საკრებულოს რიგით #27-ე სხდომაზე მოსახლეობას “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მურღულიას განცხადებით ის ეთი მაჟორიტარებია საჭირო, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობას კიდევ ურო გამაძლიერებენ და უფრო მეტი დაფინანსებას მოიპოვებს.

“რთული გამოსაცნობი არ არის, რომ მე მხარს ვუჭერ იმ გუნდის კანდიდატებს, რომელსაც წარმოვადგენ. ამ ქალაქს მომდვნო 4 წლის განმავლობაში სჭირდება ისეთი მაჟორიტარები, რომლებიც დაეხმარებიან ქალაქს განვითარებაში, შეიმუშავებენ ქალაქისთვის ინიციატივებს და ექნებათ მათი პარლამენტში გატანის ძალა.
ის მაჟორიტარები გვჭირდება, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით კიდევ ურო გამაძლიერებენ და უფრო მეტი დაფინანსების მოპოვებაში დაგვეხმარებიან. აი ასეთი მაჟორიტარები სჭირდება ქალაქს და არა ისეთები, რომლებმაც თვიდანვე იციან, რომ რომ ოპოზიციაში იქნებიან, იციან, რომ ერთი თეთრის საქმეს ვერ გაუკეთებენ 4 წლის განმავლობაში ქალაქს.
ამ თვალსაზრისით მივმართავ მოსახლეობას – ავირჩიოთ ის, ვისაც თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი წინ წაწიოს და არ ავირჩიოთ ის, ვინც ვიცით, რომ 4 წლის განმავლობაში ან არ გააკეთებს, ან ვერ, გამომდინარე იქედან, რომ ის არ იქნება გუნდის წევრი”,- აცხადებს შოთა მურღულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *