შეხვერდაზე “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარი

დეპუტატობის კანდიდატებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდეს, იბრძოლონ პარლამენტის ქუთაისში დატოვებისთვის იბრძოლოს.

აკაკი ბობოხიძის თქმით ქუთაისი დღეს ამ სტატუსს დაკარგავს და პარლამენტი თბილისში გადავა, ქალაქი ამ სტატუსს მრავალი წლების განმავლობაში ვეღარ დაიბრუნებს.

“ვთავაზობ ქუთაისელებს, ჩემი სახელი და გვარი, რომელიც ბიულეტენშია მითითებული, გამოიყენონ პარლამენტის შესანარჩუნებლად მე სიით უკვე ვარ ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ასე რომ ჩემი ინტერესი ამოწურულია. თუ 11 დეპუტატი გააკეთებდა მკაფიო განცხადებას, პარლამენტის ქუთაისში დარჩენაზე, მე მოვხსნიდი ჩემს კანდიდატურას, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ცენტრი ქუთაისისთვის ქალაქის გადარჩენაა.”- აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელის ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს მათთვის ალბათ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის სტატუსი რა ქალაქში იცხოვრებს.

” სტატუსი განაპირობებს ქალაქის განვითარებას და მე მიმაჩნია, რომ, თუ კი პარლამენტი ქუთაისიდან დედაქალაქში დაბურნდება, ეს ნიშნავს იმას რომ ქუთაისი გარკვეული დროით, შეიძლება ათეული წლებითაც კი ჩამორჩეს რაღაც ტემპებს, რასაც ქვეყნის განვითარება ქვია. მე ვთვლი, რომ პარლამენტის აქ არსებობა ქალაქის განვითარების ტემპებს საგრძნობლად დააჩქარებს, რა თქმა უნდა თუ ის აქ სრულფასოვნად იფუნქციონირებს.”-განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *