ქუთაისის “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა

აკაკი ბობოხიძემ და გია თევდორაძემ ქუთაისში გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს სადაც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ თუ “ქართული ოცნების” 11 დეპუტატაი მხარს არ დაუჭერდა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას მზად იყო კანდიდატურა მოეხსნა. დღეს მაჟორიტარობის კანდიდატებმა ბრიფინგი გამართეს. ქუთაისში სამივე სამაჟორიტარო ოლქში, მეორე ტურში, “ნაციონალური მოძრაობის სამივე კანდიდატი იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
“მე პოზიცია არ შემიცვლია,მაგრამ მე მივღიე პასუხი,არა თუ იმერეთის დეპუტაცუამ არა თუ იმერეთიდან უკვე არჩეული პარლამენტის წევრები ქართული ოცნებისა, თვით ქუთაისის ქართული ოცნებიას მაჯორიტარების კანდიდატები ვერ ბედავენ მკაფიო პასუხის გაცემას.ამბობენ, რომ ეს საკიტხი არ დგას დღის წესრიგში. ეს საკითი არა თუ დგას დღის წესრიგში, არამედ კენჭისყრა აკლია პარლამეტში”- განაცხადა აკაკი ბობოიძემ.
მან ბრიფინგზე ყრადღება გაამახვილა მეორე ტურის მნიშვნელობაზე და განაცხადა: “ქუთაისისთვის მეორე ტური იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მისი გადაწყვეტილებიოთ მეორე ტურში მოსახლეობა მხარდა დაუჭერს ან იმ ას, რომ ქართულ ოცნებას მოაპოვებინოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ან არ დაუჭერს მხარს და ამით წვლილს არ შეიტანს ქუთაისითვის პერსპექტივის დაკარგვაში”, – განაცხადა ბობოხიძემ.

“დღეს ბრიფინგზე ჩვენი ერთად ყოფნა სწორედ იმას ადასტურებს, რომ ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. ბრძოლას იმისათვის, რომ ქუთაისში დარცეს პარლამენტი და ქუტაისს ჰქონდეს პერსპექტივა და “ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს განუსაზღვრელი ხელიოსუფლება, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *