მილიონ ლარს მიირებენ არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა სუბიქტებიც.

კერძოდ, “ქართული ოცნება”, რომელმაც წინასაარჩევნოდ 13 498 020 ლარი დახარჯა და “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა 1 921 091 ლარია.

კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები – არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას მიიღებენ.

“საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად”, – ნათქვამია “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 56-ე მუხლში.

“პატრიოტთა ალიანსის” მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ოდენობა 2 134 515 ლარს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი სწორედ “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა” გადალახა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *