12 საათის მონაცემებით წყალტუბოს უბნებზე 11 ათას 338 ამომრჩეველი მივიდა,

რაც ამომრჩეველთა 21%-ია. ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ნიჟარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისათვის სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაწერა საჩივარი ერთ-ერთ უბანზე, რომ გადასატან ყუთზე წარმომდაგენელი არ იყო გამოვლენილი. მეორე შემთხვევა იყო, რომ მოქალქე, რომელიც ვერ ხედავდა კაბინამდე მიაცილეს”,- განაცხადა ნიჟარაძემ.
მისი თქმით, საოლქო დარღვევებნის შესახებ საჩივრებს განიხილავს.
ამომრჩველეთა აქტივობის შესახებ მორიგი ინფორმაცია 3 საათზე გახდება ცნობილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *