“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, იმერეთის რეგიონში

, საჩხერის,სამტრედიისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების გარდა, ხმის მიცემის პროცედურას ყველა საარჩევნო უბანზე აკვირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე  გიორგი სანტურიანის თქმით  ამ დროისთვის მნიშვნელოვანი დარღვევები მათ მიერ არ დაფიქსირებულა.

“თუმცა, ბევრია პროცედურული დარღვევები. არის დაფიქსირებული ბიულეტენების არასწორი მიწოდების შემთხვევები. ასევე, ცალცალკე კონვერტების გადაცემის ფაქტი, პროპორციული და მაჟორიტარული ერთ კონვერში უნდა მოთავსდეს. თუმცა, იმერეთის რეგიონებში განთავსებულ უბნებში ცალცაკლე კონვერტი მიაწოდეს. ასევე, ამომრჩეველმა უარი განაცხადა მარკირებაზე. ხონში რამდენიმე უბანში კომიისის ბეჭედი აერიათ,” – აცხადებს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *