პოლიტიკა
ცესკო-ში საარჩევნო სიების წარგდენის ვადა დღეს იწურება
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა
და საარჩევნო ბლოკების მიერ ცესკო-ში საარჩევნო სიის წარდგენის ვადა დღეს იწურება.  საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიული სია ცესკო-ს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. შესაბამისად, დღეს სიების წარდგენის ბოლო ვადაა.
პარტიულ სიას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი. ამასთან, თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
გარდა ამისა, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. ქართული ოცნება, დღეს სიების შეტანის შემდეგ, დღის ბოლოს საჯაროდ წარადგენს კანდიდატებს. მმართველი პარტია საზოგადოებას საარჩევნო პროგრამასაც გააცნობს. საჯაროდ წარადგენენ 200 კაციანი სიას თავისუფალი დემოკრატები. სიის პირველი ნომერი ირაკლი ალასანია იქნება. ყურადღება გამახვილდება საარჩევნო პროგრამაზეც. ცესკოში 30 რეგისტრირებული სუბიექტიდან სია მხოლოდ 4 აქვს წარდგენილი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გოგი წულაია ქუთაისში, რუსთაველისა და სხირტლაძის ქუჩების
15:41 / 18.06.2019
გოგი წულაია ქუთაისში, რუსთაველისა და სხირტლაძის ქუჩების
გოგი წულაია ქუთაისში, რუსთაველისა და სხირტლაძის ქუჩების
15:41 / 18.06.2019
გოგი წულაია ქუთაისში, რუსთაველისა და სხირტლაძის ქუჩების
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია მოეწყობა.
11:32 / 17.06.2019
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია მოეწყობა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 18 - 29 °C
img
ქუთაისი 19 - 31 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019