მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება
მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო
საშემოდგომო სესია დღეს, ბიუროს სხდომით იხსნება. უმრავლესობაში
ვარაუდობენ, რომ მოქმედი პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში
შეკრებას და გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს. 7 სექტემბრის
პლენარული სხდომის გამართვის საკითხთან დაკავშირებით დღეს ბიუროს
სხდომაზე იმსჯელებენ.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე
მუშაობას წყვეტს. თუმცა ის უფლებამოსილია შეიკრიბოს და განსახილველ
საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები