პოლიტიკა
ნატო დანელია მაჟორიტარობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს
ნატო დანელია მაჟორიტარობისთვის
დამოუკიდებლად იბრძოლებს. როგორც მან რადიო "ძველ ქალაქთან" განაცხადა, ის დარეგისტრირებულია დამოუკიდბელ მაჟორიტარ კანდიდატად. ნატო დანელიამ პარტია "ახალი საქართველო" უკვე დატოვა: "დაგიდასტურებთ, რომ დავტოვე "ახალი საქართველო" , დარეგისტრირებული ვარ დამუკიდბეელ კანდიდატად და მაქვს ცესკო-ს განკარგულება. ჩემი მიზანია, ჩემს ამომრჩეველს, რომელიც არის #47-ე ოლქში, შვეუსრულო ყველა ის დაპირება, რომელიც მე უკვე გაჟღერებული მქონდა". - განაცხადა ნატო დანელიამ. როგორც მან აღნიშნა, იგი უკვე იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. "გაასმაგებული ძალით გავაგრძელებ ბრძოლას და აუცილებლად მოვხვდები პარლამენტში იმიტომ, რომ ჩემი ამომრჩევლის სურვილი, პრობლემები ღიად და აშკარად იყოს დაფიქსირებული ყოველგვარი პარტიულობის გარეშე", - განაცხადა ნატო დანელიამ.
დანელია პარტია "ახალი საქართველოს" მხირდან, პრაიმერში გამარჯვებული ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, რომელიც ვაშაძემ ირაკლი ჯულაყიძით ჩაანაცვლა.

სამშაბათს, 16 აგვისტოს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნატო დანელია მის მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგს გამართავს და როგორც მან დღეს განგვიცხადა, ისაუბრებს იმ დაპირისპირების შესახებ, რაც მასსა და ვაშაძეს შორის მოხდა.

| Print |