პოლიტიკა
ზეწოლა-მუქარის, ძალადობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები ISFED-ის I შუალედურ ანგარიშში

26 ივლისს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის  - 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.

ანგარიშში, ასევე, საუბარია რიგ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებისა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურების ტენდენციაზე. მართალია, საარჩევნო კოდექსით მსგავსი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში იკრძალება, თუმცა, ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალური პროექტების ირგვლივ აჩენს ეჭვს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური პროექტების დაწყების 8 ფაქტი გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, 1-18 ივლისის პერიოდში, საარჩევნო სუბიექტების მიერ საქართველოს მასშტაბით გამართულ 52 შეხვედრას დაესწრნენ. ანგარიშში წარმოდგენილია საჯარო შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები.

2016 წლის ივნისში ცვლილებები შევიდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“, თუმცა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები, რაც  საარჩევნო გარემოს  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა, არ განხორციელებულა, მათ შორის საარჩევნო სისტემისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის კუთხით.

„სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგის ანგარიშის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
18:10 / 24.06.2019
"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგნელობითი ორგანო წარმოადგინოს იმ ძალებმა,
ქუთაისში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას 
გადადგომის მოთხოვნით,
14:15 / 24.06.2019
ქუთაისში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას  გადადგომის მოთხოვნით,
პოლიტიკური გაერთიანება
13:37 / 24.06.2019
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"
ქუთაისში აქციის მონაწილეები ვასილ კიკვიძის ძეგლის
დემონტაჟს ითხოვენ.
00:30 / 24.06.2019
ქუთაისში აქციის მონაწილეები ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ითხოვენ.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 19 - 35 °C
img
ქუთაისი 21 - 31 °C
img
ბათუმი 23 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019