უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 ნოემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 77 950;
​ტანკი – 2 801;
ჯავშანტექნიკა – ​5 666;
საარტილერიო სისტემა – 1 802;
სარაკეტო სისტემა – 393;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205;
თვითმფრინავები – 278;
ვერტმფრენი – 260;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 483;
საკრუიზო რაკეტები – 399;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 227;
გემი/ნავი/კატარღა – 16;
სპეციალური აღჭურვილობა – 159.

 

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.