საზოგადოება
ქუთაისში კინოთეატრი ფუნქციონირებას 16 თებერვლიდან დაიწყებს
ქუთაისში "კინო საქართველო" 16 თებერვლიდან ტექნიკურ რეჟიმში მუშაობას იწყებს.

ოფიციალური ინფორმაციით, კინოთეატრს 6 კინოდარბაზი ( ამათგან  2 - 130 ადგილიანი, 2 - 67  ადგილიანი და 2 VIP დარბაზი ) აქვს, სადაც ფილმების  ჩვენება 3D ფორმატში განხორციელდება.

კინოთეატრში აჩვენებენ შემდეგ ფილმებს:

კომედია-  დაბოლილი  ნასოსი;

დრამა -    მძველები;

მელოდრამა -თავისუფლების  ორმოცდაათი  ელფერი;

მხატვრული ფილმი- აღმასვლა.

კომპანიის ინფორმაციით, კინოთეატრ  "საქართველოს" ხელშეკრულებები მსოფლიოში ცნობილ  კინოკომპანიებთან აქვს გაფორმებული.


| Print |