მსოფლიო
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა
14 ივლისს, საფრანგეთის სამხრეთით, ნიცაში, შეკრებილი ადგილობრივები და ტურისტები ბასტილიის დღეს ზეიმობდნენ, როდესაც სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა.

ბოლო ცნობებით, დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. 18 ადამიანი კრიტიკულადაა დაშავებული, 50-ზე მეტი ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ნიცის ტერაქტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საფრანგეთში ივლისის ბოლოს იწურებოდა, კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება.

დღეს, 15 ივლისს, ოფიციალური პირების მოწოდების შემდეგ, მოქალაქეები სახლში რჩებიან. დაკეტილია რესტორნები და მაღაზიები.

პოლიციის ცნობით, სატვირთოს მძღოლი, ტუნისში დაბადებული 31 წლის ფრანგი მამაკაცი, რომელიც პოლიციამ მოკლა, კრიმინალური წარსულის მქონე იყო, თუმცა მისი მოტივი უცნობია.

ეგვიპტელმა ტურისტმა BBჩ-სთან ბასტილიის დღის ღამე გაიხსენა: "მძღოლს ვუყურებდი და ვუყვიროდი რომ გაჩერებულიყო, რადგან მისი სატვირთოს ქვეშ უამრავი ადამიანი იყო მოკლული, თუმცა ის არავის აქცევდა ყურადღებას. მოულოდნელად დავინახე, რომ ის იღებდა რაღაცას, მობილურის მსგავსს, წამიერად გავიფიქრე, რომ შენიშნა, რაც მოხდა და საავადმყოფოში რეკავდა, თუმცა მან ამოიღო იარაღი და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა".

ჯერჯერობით, ტერორისტულ დაჯგუფებებს ნიცის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

თვითმხილველების თქმით, მძღოლს მანქანა მიხვეულ-მოხვეულად მიჰყავდა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სატვირთო რომელიც სანაპიროს გასწვრივ ხალხს დაეჯახა, იარაღითა და ხელყუმბარებით იყო სავსე.

თვითმხილველების ნაწილი ამბობს, რომ მშობლები ბავშვებს შემოსაზღვრული ღობიდან ისროდნენ, რომ გადაერჩინათ როგორც თავდამსხმელისგან, ასევე მოზღვავებული ხალხის მასისგან.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის თქმით, ამ დრომდე ნიცაში დაღუპულებს შორის ქართველები არ ირიცხებიან, თუმცა დაკარგულია ეროვნებით ქართველი, თუმცა არა საქართველოს მოქალაქე 4 ადამიანი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.

მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის ბარაკ ობამამ, ტერესა მეიმ, ანგელა მერკელმა და სხვებმა, საფრანგეთს თანადგომა გამოუცხადეს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო
10:46 / 11.10.2017

11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,
09:55 / 25.11.2016
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,
აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ
ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
11:24 / 09.11.2016
აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,
11:17 / 24.08.2016
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,
ახალი ამბები
"ქუთაისი ქვეყნის მე-2 ქალაქია და მასზე მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნოს"
13:17 / 25.04.2018
"ქუთაისი ქვეყნის მე-2 ქალაქია და მასზე მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ ერთად უნდა იზრუნოს"
"ქართული ოცნების" დელეგატები ქუთაისიდან
13:08 / 25.04.2018
"ქართული ოცნების" დელეგატები ქუთაისიდან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
ქუთაისში გარევაჭრობის შედეგად დაზიანებული ტროტუარები მოეწყობა
12:54 / 25.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ტროტუარები, რომლებიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა
"ყველა ბაზარში ვერ შევალთ"-ჭავჭავაძეზე დასაქმებული გარემოვაჭრეები
16:49 / 20.04.2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება.
"ჩვენ აღვასრულეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა შეთანხმება არ ყოფილა"
14:05 / 20.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
"მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახესა და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორე მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს"
11:14 / 20.04.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში შპს "მადლის" ჯიხურების დადგმას აპროტესტებს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0282
TRY
TRY
0.6068
USD
USD
2.4791
ამინდი
თბილისი 8 - 18 °C
img
ქუთაისი 9 - 24 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img