ქუთაისის ოპერის თეატრში ბიძინა კვერნაძის ოპერას ,,იყო მერვესა წელსა” დადგამენ.

საოპერო სპექტაკლი 1983 წელს “შუშანიკის წამების” მიხედვით რობერტ სტურუას რეჟისორობით დაიდგა. თავის დროზე სპექტაკლს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.  1985 წელს კი ბიძინა კვერნაძეს ამ ოპერისათვის  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს. 

როდის დაიწყება სპექტაკლზე მუშაობა ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია. თეატრში წელს სარემონტო სამუშაოები უნდა დიაწყოს, თუმცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების დროს თეატრი წარმოდგენებს მაინც გამართავს და პრემიერაც აუცილებლად შედგება.

,,ჩვენ გვაქვს გეგმაში დავიწყოთ მუშაობა ბიძინა კვერნაძის ოპერაზე ,,იყო მერვესა წელსა”. არ გვინდა ტრადიცია დავარღვიოთ და ყოველ წელს ერთი პრემიერა მაინც გვინდა, რომ გვქონდეს.  ბევრი სურვილები მაქვს, შველიძის ოპერებიც მინდა დაიდგას. ,,დიდოსტატის მარჯვენის” აღდგენა შეიძლება. საერთოდ მინდა, რომ ქართული ოპერები რაც არსებობს დაიდგას და იყოს. იმიტომ, რომ ქუთაისი იყო სამჭედლო, აქ იდგემებოდა ქართული სპექტაკლები. ეროვნული მუსიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”- განაცხადა ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ. 

როდის დაიწყება სპექტაკლზე მუშაობა ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია. თეატრში წელს სარემონტო სამუშაოები უნდა დიაწყოს, თუმცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების დროს თეატრი წარმოდგენებს მაინც გამართავს და პრემიერაც აუცილებლად შედგება.  

ქუთაისის ოპერის თეატრში 2015-2019 წლებში 9 სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *