ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, მთავარი საახალწლო ნაძვის

ხის აწყობა დაიწყო. საახალწლო ნაძვის ხე 21 დეკემბერს განათდება. ნაძვის ხე ახალი არ არის, მაგრამ განახლდება მისი ტოტები, კონსტრუქცია და აქსესუარები.

ქუთაისში საახალწლო განათებების ჩართვა15-20 დეკემბრიდან იგეგმება.

საახალწლო მორთულობით ცენტრალური ბაღი, ხიდები, პუშკინის, ფალიაშვილის, წმ. ნინოს, ცისფერყანწელთა, რუსთაველის ქუჩები და მერიის მიმდებარე ტერიტორია უნდა დაიტვირთოს. პუშკინის ქუჩაზე საჰაერო ბურთის ინსტალაცია, ხოლო ელექტროგანათების ბოძებზე ჭაღის ფორმის განათებები უნდა განთავსდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *