ქუთაისში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს 21 დეკემბერს გაანათებენ. ქალაქის მთავარი ნაძვის

ხე კვლავ თეატრის წინ განთავსდება. ნაძვის ხე ახალი არ იქნება, მაგრამ განახლდება მისი ტოტები, კონსტრუქცია და აქსესუარები.

ქუთაისში საახალწლო განათებების ჩართვა 15-20 დეკემბრიდან იგეგმება. 

საახალწლო მორთულობით ცენტრალური ბაღი, ხიდები, პუშკინის, ფალიაშვილის, წმ. ნინოს, ცისფერყანწელთა, რუსთაველის ქუჩები და მერიის მიმდებარე ტერიტორია უნდა დაიტვირთოს. პუშკინის ქუჩაზე საჰაერო ბურთის ინსტალაცია, ხოლო ელექტროგანათების ბოძებზე ჭაღის ფორმის განათებები უნდა განთავსდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *