საქართველოს მწერალთა ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ინფორმაციით,

ინტელიგენციის თხოვნითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ქუთაისში გაიხსნას თეიმურაზ ლანჩავას ვარსკვლავი.

,,საქართველოს მწერალთა კავშირმა და ხელოვანთა ოქროს ფონდმა დააარსა ახალი ჯილდო ,,მეგობრობის ვარსკვლავი”,რომელიც წელიწადში ორჯერ გადაეცემა სახელმოხვეჭილ ადამიანებს.
ამა წლის 24 ნოემბერს ქუთაისის საოპერო თეატრში ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს თეიმურაზ ლანჩავას საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცა ,,მეგობრობის ვარსკვლავი”.

ინტელიგენციის თხოვნითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით საქართველოს კულტურის პალატამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ქუთაისში გაიხსნას თეიმურაზ ლანჩავას ვარსკვლავი.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თეიმურაზ ლანჩავა ქუთაისის საპატიო მოქალაქე, არაერთი ჯილდოსა და ლიტერატურული პრემიის ლაურეატია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *