ფოტოკონკურსში “ილო” ნამუშევრების მიღება დასრულდა.

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში აცხადებენ, რომ კონკურსში 61 მონაწილის 265 ნამუშევარი შევიდა. მათგან 35 მონაწილე უცხოელია. კონკურსის წესების თანახმად, ფოტოკონკურსზე თითოეულ მათგანს ხუთამდე ნამუშევრის წარდგენის საშუალება ჰქონდა.

გამარჯვებულების ვინაობა 15 ნოემბერს დასახელდება.

დაწესებულია 4 პრემია: პირველი პრემია – 700 ლარი, მეორე პრემია – 600 ლარი, მესამე პრემია – 500 ლარი, რუბრიკა “ჩემი ქუთაისი” – 300 ლარი, რუბრიკა “ჩემი ქალაქი” – ფასიანი საჩუქარი, რომელიც გამარჯვებულს 2020 წლის 2 მაისს ქალაქობის დღესასწაულზე გადაეცემა.

ყოველწლიური ფოტოკონკურსი წელს მეთორმეტედ ეწყობა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *