,,მიხარია, რომ მესხიშვილის თეატრში საერთაშორისო ცხოვრება ასე აქტიურად დაიწო.”- ასე ეხმაურება

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო მოგზაურობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

მისი თქმით, საქართველოში რუსთაველის თეატრთან ერთად მესხიშვილის თეატრი გამორჩეულია ისტორიით, ხარისხით და მასშტაბუროით და აუცილებელია ამ თეატრს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს.

,,მესხიშვილის თეატრთან ერთად ბელგრადში, მინსკში, ლიეტუვაში ვიყავი და იცით, როგორ ღირსეულად წარმოჩინდნენ? მეამაყეოდა, რომ ქართული, თეატრაული დასი საინტერესოდ წარმოჩინდა. ძალიან საინტერესო რეპერტუარი ჰქონდათ. არტისტებს გაოგნებულები უყურებდნენ. კრიტიკოსები, რომელებიც იყვნენ ჩართული ამ პროფესიაში სპექტაკლის შემდეგ დილით უკვე წერდნენ რეცენზიებს. იწერებოდა რეცენზიები გაოცებული კრიტიკოსებისა და თეატრმცოდნეებისა, რომ ენის ბარიერის მიუხედავად, რამდენად ზუსტი რეაქციები იყო. გულწრფელად ვულოცავ მესხიშვილის თეატრს და შეუწყონ ხელი, რომ ბევრი კარგი სპექტაკლი დაიდგას და ბევრ გასტროლებზე იაროს ამ თეატრმა.” – განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას ნიკოლოზ წულუკიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *