ზესტაფონში ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი “სულიკო 2019”

გაიმართა. მუსიკალური ღონისძიების აღნიშვნა, ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის სახელობის სკვერში ბიუსტის გახსნით დაიწყო. 

ტრადიციული ფესტივალი სოფელ ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე გაგრძელდა. ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გრან პრი ვანის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, გუჯი ძაგნიძემ აიღო. პირველი ადგილი, ქუთაისის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა ნიცა კირვალიძემ, მეორე ადგილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, ნინო რამიშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა “ჰარმონია” დაიკავა.

ფოტო: ზესტაფონის  მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *