“დურუჯი 2019-ის” მოკლე ნუსხა ცნობილია. ქუთაისელი რეჟისორის

სპექტაკლი “კეჰაბე” თეატრალური პრემიის​ სამ ნომინაციაშია წარდგენილი. სპექტაკლი გამარჯვებისათვის შემდეგ კატეგორიებში იბრძოლებს: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – “ახალი ხედვა”, საუკეთესო მუსიკა.

დაჯილდოების ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართება.

წელს ჟიური 7 წევრისგან შედგება და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებს. 

“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდ “ცისკარის” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *