ლადო მესხიშვილის თეატრს უკრაინული თეატრალური დასი ესტუმრება.

ქალაქ ვინიცას სადოვსკის სახელობის მუსიკისა და დრამის რეგიონული აკადემიური თეატრი სპექტაკლს ,, კვიტკა ” წარადგენს. 

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი უკრაინის სახალხო არტისტი ტაისა სლავინსკაიაა, მხატვარი ტატიანა გუსევა კოვტუნი, ხოლო ქორეოგრაფი უკრაინის დამსახურებული არტისტი დიანა კალაკაი.

ჩვენება 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე დაიწყება.

ფოტო: მესხიშვილის თეატრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *