კულტურა
"კულტურული რუსეთი ჩვენს მხარესაა"-მესხიშვილის თეატრის დირექტორი პროტესტზე
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლაზე კომენტარი მესხიშვილის თეატრის დირექტორმა, სულხან გოგოლაშვილმა გააკეთა. გოგოლაშვილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა, თეატრი კულტურულ რუსეთს არ ებრძვის.  

"ჩვენ არ ვებრძვით კულტურულ რუსეთს. მაშინ არ უნდა დავდგათ ჩეხოვი და არ უნდა ვიკითხოთ დოსტოევსკი, პუშკინი, გოგოლი. არ უნდა მივიღოთ რუსი ტურისტები. არ უნდა გავყიდოთ რუსეთში ღვინო. ჩვენ ვებრძვით მილიტარისტულ რუსეთს, ჩვენ ვებრძვით ოკუპანტ რუსეთს, რომელიც კულტურული რუსეთთან არანაირ კავშირში არაა, კულტურული რუსეთი ჩვენს მხარესაა. ეს არის ერთგვარი კულტურული დიპლომატია, სახალხო დიპლომატია, რომლის გარეშეც ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია,"-აცახდებს გოგოლაშვილი.

რაც შეეხება სპექტაკლის მსვლელობის დროს მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია"-ს მიერ დაგეგმილ აქციას, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. მთავარია, აქციის მონაწილეებმა სპექტაკლის მსვლელობას თეატრის შიგნით ხელი არ შეუშალონ. 

"აქციის ჩატარებას ვერავის დავუშლი. ვიცი, ეს საიდანაც მოდის. ის რომ რუსეთი ოკუპანტია, ვინც არიან ჩამოსული მათაც იციან. დარბაზში ვერ შემოვლენ და შემოქმედებით პროცესს ხელს ვერ შეუშლიან თუ საჭირო იქნება შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს. საქმის კურსშია ქალაქი და ყველა, ვინც საჭიროა ამასთან დაკავშირებით,"- ამბობს თეატრის დირექტორი.

დღეს, მესხიშვილის თეატრი მოსკოვის თეატრს ,,ნიკიტკის კარიბჭესთან" უმასპინძლებს. მოსკოველი თეატრალები ქუთაისელ მაყურებელს შესთავაზებენ სპექტაკლს, ,,არ დამივიწყო". დაგეგმილ სპექტაკლს საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ფოტოკონკურსი
20:15 / 15.11.2019
ფოტოკონკურსი "ილო" დასრულდა. გამოვლინდნენ სამი
ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი 45-ე დღეა
შიმშილობს.
16:06 / 15.11.2019
ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი 45-ე დღეა შიმშილობს.
ქუთაისში ნარჩენების კომპოსტირების მოედნის მშენებლობას ჩაეყარა
საფუძველი.
13:39 / 15.11.2019
ქუთაისში ნარჩენების კომპოსტირების მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
ქუთაისში ნარჩენების კომპოსტირების მოედნის მშენებლობას ჩაეყარა
საფუძველი.
13:39 / 15.11.2019
ქუთაისში ნარჩენების კომპოსტირების მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 3 - 10 °C
img
ქუთაისი 9 - 21 °C
img
ბათუმი 13 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019