ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი 1-3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალი ქუთაისში წელს მესამედ ჩატარდება. მასში მონაწილეობას იაპონიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან და თურქეთიდან მიიღებენ.

“ფესტივალში ევროპული ქალაქების საბალეტო სკოლები მიიღებენ მონაწილეობს. მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი იმ თვალსაზრისითაც, რომ პროფესიული საბალეტო გარემო შეიქმნა ახალგაზრდებისთვის,”-ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი და ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნატალი პატარიძე.

ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი ჟან ივ ესკერი იქნება. ჟიურის შემადგენლობაშია ესტონეთის საბალეტო სკოლის ქორეოგრაფი და დამსახურებული არტისტი იოჰან ვერსტურსი, ამერიკაში ვაშინგტონის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ვლადიმერ ჯულუხაძე და მაკა მახარაძე. ფესტივალის სახეა მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.

ქართული ბალეტის პოპულარიზაციის მიზნით ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელი მონაწილეებისათვის ვერა წიგნაძის სახელობის სპეციალური პრიზი დააწესეს.

ფესტივალს მხარდაჭერა მესხიშვილის თეატრის არტისტმა ენდი ძიძავამ გამოუცხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *