კულტურა
წყალტუბოს სამუსიკო სკოლის აივანი კახა ცაბაძის მელოდიის ნოტებით გააფორმეს
წყალტუბოს სამუსიკო სკოლის აივნის მოაჯირებზე კომპოზიტორ კახა ცაბაძის მელოდია დაიტანეს. კომპოზტორმა მედლოდია წყალტუბოში დაწერა და წყალტუბოს სამუსიკო სკოლას მიუძღვნა.

,,მგონი არცერთ სკოლას არ აქვს ასეთი ფასადი და არცერთ კომპოზიტორს ღირსებია ასეთი რამ, რომ ბავშვებმა ყოველ დილას მის ნაწარმოებს უყურონ. ამისათვის დიდი მადლობა. მადლობა ყველას ასეთი დიდი დღესასწაულისათვის".- განაცხადა კახა ცაბაძემ.

წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში არტ ფესტივალის ფარგლებში , მოსწავლეებმა და მიუნჰენის ორკესტრის მუსიკოსებმა ერთობლივი კონცერტი გაიმართეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სამუსიკოს სკოლის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელები გადასცა კომპოზიტორ  კახა ცაბაძეს, მიუნჰენის ორკესტრის ხელმძღვანელს გიორგი ქობულაშვილს და მეცენატს, ქველმოქმედს კლაუს ჰიპს.


მელოდიის მოსმენა შესაძლებელია აქ  - "ჰიმნი წყალტუბოს სამუსიკო სკოლას" - ავტორი კახა ცაბაძე
| Print |