ქუთაისის ოპერის თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე)  ოპერა ,,ქეთო და კოტე” განაახლეს.

საპრემიერო წარმოდგენები 11 და 13 ოქტომბერს გაიმართება.

საოპერო სპექტკალში მონაწილეობენ: კოტე  – ბადრი ადამია, ლევანი – ბაკურ კვირიკაშვილი, მარო – ფერიდე ჯინჯიხაძე, მაკარი – კალისტრატე ხარჩილავა, ქეთო –  მარიკა მაჩიტიძე(11.10)სოფიო ბერიშვილი(13.10), საქო – ემილ ჩარგაზია, სიკო – იაგო ბუხრიკიძე, ბარბალე – მაია ნიკოლაძე, ბაბუსი – ნათია სტეფანიშვილი(11.10) ინგა ფუტკარაძე (13.10), თეატრის გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.

დამდგმელი დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი, დამდგმელი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე, დამდგმელი მხატვარი – თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი – ვახტანგ უშვერიძე, მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე, კონცერტმაისტერები : მედეა კობახიძე, მეგი ჭანტურია, ცისანა კაიშაური,ნათია მაისურაძე, ლიკა ჯოჯუა.

,,ქეთო და კოტეს” წარმოდგენენები 11 ოქტომბერს 19:00 საათზე და 13 ოქტომბერს15:00 საათზე გაიმართება.

წელს ,,ქეთო და კოტე” 100 წლის გახდა. ვიქტორ დოლიძის ოპერა სამ მოქმედებად. ი. გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით, თბილისში, 1919 წელს დაიდგა. პრემიერა 11 დეკემბერს შედგა.

როგორ მიმდინარეობს მზადება საპრემიერო წარმოდგენებისათვის მოისმინეთ სიუჟეტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *