აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო

ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ირანიდან ფეხით მომავალ ფერეიდნელ ქართველებს დახვდნენ.

ფერეიდნელი ქართველები შაჰრან ომიკაძე, ომიდ (ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ რაჰიმი (დავითაშვილი) დიდგორობასთან დაკავშირებით ირანიდან საქართველოსკენ 11 აგვისტოს დაიძრნენ და საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩამოვიდნენ.

ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრა ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტშიც 18 სექტემბერს, 11:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *