2020 წელს ქუთაისის ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. თეატრის

სამხატვრო ხელმძღვანელის ირინე ლომინაძის განცხადებით, სამუშაოები სავარაუდოდ 2020 წლის ზაფხულიდან დაიწყება. ოპერის თეატრის რეაბილიტაციისათვის თანხებს კულტურის სამინისტრო გამოყოფს.

,,2020 წლიდან უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია. ალბათ 2020 წლის ზაფხულიდან. სე3ზონს ალბათ უფრო ადრე დავხურავთ. საუბარია მთლიანად რეაბილიტაციაზე. გვინდოდა ფოიეს რეაბილიტაცია. საიუბილეოდ დაგვეხმარა ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და 50 ათასი ლარი გადმოგვცა, მაგრამ რადგანაც კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ორი თეატრი  – დრამატული და საოპერო თეატრის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, ამიტომ ამას გამოვიყენებთ საიუბილეოდ. მოვიწვევთ მომღერლებს. ვაპირებთ, რომ მთელი დეკემბერი იყოს დატვირთული კონცერტებით და ოპერებით. მოვიწვევთ იმ მომღერლებს, რომლებსაც უმღერიათ ამ თეატრში და ეს ყველაფერი ჰონორარებთანაა დაკავშირებული.”- განაცხადა ირინე ლომინაძემ.

ქუთაისის ოპერი თეატრის ევროპული სტანდარტებით რეაბილიტაცია იგეგმება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია და გადაგზავნილია. რა დაჯდება ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაცია ჯერჯერობით ზუსტი თანხა უცნობია, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, თანხა შესაძლოა 5 მილიონზე მეტი იყოს.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს რეაბილიტაცია ბოლოს 2011 წელს ჩაუტარდა. მაშინ სარემონტო სამუშაოებზე 4 მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *