ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ქუთაისის სასულე ორკესტრის კონცერტი გაიმართა.

კონცერტში ორკესტრთან ერთად მონაწილეობა ანსამბლმა ,,ბერმუხა” მიიღო. კონცერტს ორგანიზება ქუთაისის ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად ა(ა)იპ-ის ყოფილმა მმართველმა რევაზ თევდორაძემ და ორკესტრის დირიჟორმა მალხაზ მჭედლიშვილმა გაუწიეს.

ამ კონცერტით გასული საუკუნის ტრადიცია აღადგინეს, როცა სასულე ორკესტრი ბაღში უკრავდა.

,,გადმოცემით ვიცი, რომ 1947 წელს ამ ბულვარში დაუკრა ქუთაისის სასულე ორკესტრმა. ჯერ კიდევ შემოღობილი ყოფილა და ორი შემოსასვლელი კარი ყოფილა. გასულ წელს როცა ა(ა)იპ-ის მმართველი ვიყავი და ვემზადებოდით სამაისო ღონისძიებებისთვის გადავწყვიტე სასულე ორკესტრის აღდგენა. ორკესტრის წევრები ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრში უკრავენ. იმ მომენტში ვერ ესწრებოდა მთლიანად აღდგენა, ვთხოვე რამდენიმე ნომერი მოემზადებინათ. მათ ძალიან მოკლე დროში 14 ნაწარმოების დამუშავება შეძლეს. ჩავთვალე, რომ ეს ტრადიციის გაგრძელების კარგი საშუალება იყო.”- განაცხადა რევაზ თევდორაძემ.

ერთი თვის წინ სასულე ორკესტრი კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის, ვაჟა ჯუღელის თქმით, ეს მათი პოპულარიზაციისათვის და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ორკესტრი და ანსამბლი ,,ბერმუხა” მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან.

,,სასულე ორკესტრი ახლახან დაექვემდებარა მერიის ა(ა)იპ-ს. კულტურულ საგანმანათლებო სახელოვნებო დაწესებულებათა ა(ა)იპ-ს. მესამე სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ორკესტრია. რამაზ მჭედლიშვილისა და რამაზ თევდორაძის ძალისხმევით მოხდა ორკესტრის აღდგენა. რთულია დღეს მოძებნო ადამიანები, რომლებიც სასულე ინსტრუმენტებზე უკრავენ. ეს პოპულარიზაციაა მომავალი თაობისათვის. ზაფხულის დღეებია. მნიშვნელოვანია, ქალაქში ასეთი საღამოები შედგეს. სასულე ორკესტრთან ერთად მონაწილეობს ღონისძიებაში ანსამბლი ,,ბერმუხა”. ეს ანსამბლიც დიდი ხანია არსებობს და ხშირად იღებენ ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობას. ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას. სხვდასხვა კონცერტებზე მოწვეული იქნება როგორც ორკესტრი, ასევე ანსამბლი ,,ბერმუხა”.- განაცხადა ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნელო დაწესებულებათა გაერთიანებათა დაწესებულების ხელმძღვანელმა ვაჟა ჯუღელმა.

სასულე ორკესტრი და ანსამბლი ,,ბერმუხა” ა(ა)იპ-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *