ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის

სახელმწიფო დრამატული თეატრი სეზონს 25 ივლისს დახურავს.

წარმოდგენილი იქნება პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის შემოქმედების მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ბულბულის ნისკარტი”. წარმოდგენის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა, ინსცენირება კი გვანცა ჯავახაძეს ეკუთვნის.

სპექტაკლის ჩვენება 19:00 საათზე გაიმართება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროსა და biletebi.ge-ზე.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *