კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის 98 წლის იუბილე სოფელ

ობჩაში, მუსიკოსის მშობლიურ სახლში აღინიშნა.

ღონისძიებაზე ლაღიძის ცხოვრება და მოღვაწეობა, ობჩაში გატარებული წლები გაიხსენეს და კომპოზიტორს პატივი მიაგეს.

საიუბილეო საღამოს, რომელიც ბაღდათის მერიის ორგანიზებით მოეწყო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რევაზ ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში დაიბადა. გარდაიცვალა 1981 წელს, 60 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, თბილისში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *