ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული

სახელმწიფო თეატრში ოპერის მოყვარულები ზაქარია ფალიაშვილის  “აბესალომ და ეთერი” იხილავენ. დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, 
რეჟისორი –  მაია გაჩეჩილაძე. 

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: – არმაზ დარაშვილი (აბესალომი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ევროპის სხვა და სხვა თეტრების სოლისტი), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები – ნათია სტეფანიშვილი (ეთერი), კალისტრატე ხარჩილავა (აბიო მეფე), ნუცა ზაქაიძე (ნათელა), სოფიო ბერიშვილი (მარიხვარსკვლავი), ბაკურ კვირიკაშვილი (მურმანი), ინგა ფუტკარაძე (ნაანა), ბადრი სახამბერიძე (თანდარუხი), რამაზ კუბლაშვილი (სტუმარი), ემილ ჩარგაზია (მსახურთუხუცესი), თეატრის გუნდი (მთვარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი, პანტომიმის თეატრი ბაქარ ბაქრაძის ხელმძღვანელობით.

სპექტაკლი აშშ-დან ჩამოსულ შემოქმედებით ჯგუფს – “კაპიტოლიუმის გუნდი” –  ეძღვნება. მათ  კონცერტი ქუთაისის “კამერულ” გუნდთან ერთად მაყურებელმა 27 ივნის გამარეს. 

“აბესალომ და ერთერი” ქუთაისის ოპერის თეატრში, დღეს, 28 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *