ქუთაისში სპექტაკლს ხონის სახალხო თეატრი წარადგენს.

წარმოდგენას “ცუღლუტი” ჰქვია. სპექტაკლის რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილია. მესხიშვილის თეატრი ხონის თეატრალურ დასს 14 ივნისს, 18:30 საათზე უმასპინძლებს.

“თეატრალური იმერეთი 2019” 20 ივნისს დასრულდება. მაყურებელმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტისა და უცხოური დასის სპექტაკლები უკვე იხილა.

ფესტივალი წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ის მეათედ იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *