თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისში წარმოდგენას

რუმინეთის თეატრი გამართავს. სპექტაკლს “ჰამლეტის ხაფანგი” ჰქვია. ოანა ჩერნიას ნაწარმოები რეჟისორმა პეტრუ ვუტკერეუმ გააცოცხლა. სპექტაკლის ჩვენება მესხიშვილის თეატრში 12 ივნისს, 18:30 საათზე მოეწყობა.

“თეატრალური იმერეთი 2019” 20 ივნისს დასრულდება. მაყურებელმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტისა და უცხოური დასის სპექტაკლები უკვე იხილა.

ფესტივალი წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ის მეათედ იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *