კულტურა
"არტისტერიუმი" რეგიონებში ინაცვლებს- მასპინძელი ქუთაისია 
2019 წლიდან თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას საქართველოს რეგიონები უმასპინძლებს. "არტისტერიუმის" რეგიონული ფორმატის პირველ ქალაქი ქუთაისია. როგორც გამოფენის ანონსშია ნათქვამი, "არტისტერიუმი" საქართველოს რეგიონებში გადადის იმისთვის, თბილისში დაგროვებული საერთაშორისო სახელოვნებო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიტანოს, მოიზიდოს და დააინტერესოს ახალი მაყურებელი და ხელი შეუწყოს სახელოვნებო პროცესების დეცენტრალიზაციას საქართველოში.

"2019 წელი დავით კაკაბაძის დაბადების 130 წლის იუბილეს აღნიშნავს, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქცენტი ქართულ მოდერნიზმსა და თანამედროვე ხელოვნებაზე ქუთაისში გაკეთდეს, გამომდინარე მისი ისტორიული როლიდან, საქართველოში მოდერნისტული აზროვნების შემოტანისა და დაფუძნებისთვის,"- ნათქვამია ფესტივალის აღწერაში.

ფესტივალის პროგრამა:

11 ივნისი, სამშაბათი

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 

18:00 – "არტისტერიუმი XII გზაზე - ქუთაისი", საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა. ლია უკლება, ქრისტინე რობაქიძე, როლანდ შალამბერიძე, თეა სულაბერიძე, მინდია ჩარქსელიანი, როკო ირემაშვილი, ლუკა ზაუტაშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, გურამ წიბახაშვილი, ლისა ღლონტი, საქართველო; სო იანგი, სამხრეთ კორეა; ალი ბრამველი, ახალი ზელანდია; ნეზაკეტ ეკიჩი, თურქეთი; შაჰარ მარკუსი, ისრაელი; მასარუ ივაი, იაპონია; ლიზა ბიდლინგმაიერი, იენს რაუში, გერმანია; დომინიკ ფური, ალექს პერე, საფრანგეთი; ენრიკე მუნიოს გარსია შვეიცარია/ჩილე.

საგამოფენო პროექტი "ერთიანი ფუტურისტული სივრცე", ჰარ ზუ (არუტუნ ზულუმიანი), ინა გრინჩელი, ალექსეი პარიგინი, ვადიმ ბო, იგორ ულანგინი, იაშა კრაინი, პეტერბურგი.

ვიდეო პროგრამა "ქართული ვიდეო ხელოვნება", ელენე რაქვიაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, თეა თელია, ია რე და მიშა მაისურაძე, ვატო წერეთელი, კოტე სულაბერიძე, ზურა ჩართოლანი, ილიკო ზაუტაშვილი, კოტე ჯინჭარაძე და ვახო ბუღაძე.

13 ივნისი, ხუთშაბათი

09:00 - აქცია "მღვიმედან მონასტრამდე", პიტერ ნესმიტი, დიდი ბრიტანეთი. მარშრუტი: ცუცხვათის მღვიმეები, საწირეს გიშრის და ხეზე კვეთის საამქროები, მიტოვებული მაღარო და ჩაის პლანტაციები, გელათის მონასტერი.

14 ივნისი, პარასკევი

13:00 - პროექტის "სოკოზე მონადირენი", პრეზენტაცია, გაბრიელ ადამსი, ეშლინ მორგანი, აშშ. სოფელი კურსები.

15 ივნისი, შაბათი

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა

12:00 - ლექციები: ლაშა ბაქრაძე "ცისფერყანწელების ამაღელვებელი ცხოვრება და ტრაგიკული სიკვდილი". ქეთი შავგულიძე "„HOOPLA ... თამაში დროსა და სივრცესთან". ნანა ყიფიანი, "ქუთაისი მისთვისაა გაჩენილი, რომ აქ იყოს მუზეუმი" მეოცნებე ნიამორები, 1919. ალექსეი პარიგინი, "პოსტურბანიზმი, როგორც მომავლის კონცეფცია".

16:00 – "დუმილი", ტექსტი საჯარო სივრცეში, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, საქართველო.

17:00 – ქანდაკება საჯარო სივრცეში, პაველ მატიშევსკი, პოლონეთი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, ლესელიძის ქ. 2, ქუთაისი.

22:00 – "უსათაურო", ნიკო ცეცხალშე, გალაკტიონ კინწურაშვილი, საქართველო, 3D პროექცია დ. კაკაბაძის გალერეის ფასადზე.

16 ივნისი, კვირა

ბაღდათი


13:00 - ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, ფუტურისტული პოეზია, პიტერ ნესმიტი, ერეკლე დეისაძე, ვადიმ ბო, იგორ ულანგინი.

19-20 ივნისი

18:00-20:00 - არტისტერიუმი 12 / 2019-ის ვიდეო და ფოტო დოკუმენტაციის პრეზენტაცია თბილისის ისტორის მუზეუმში.

გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაგრძელდება 2019 წლის 30 ივნისამდე.

"არტისტერიუმი" თბილისში დაფუძნდა და პირველად 2008 წლის ნოემბერში ჩატარდა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცემა.
პრემიის გადაცემის ცერემონიალი
12:20 / 17.06.2019
მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცემა. პრემიის გადაცემის ცერემონიალი
ქუთაისში სპექტაკლს ხონის სახალხო თეატრი წარადგენს.
12:38 / 14.06.2019
ქუთაისში სპექტაკლს ხონის სახალხო თეატრი წარადგენს.
თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 13 ივნისს სპექტაკლს
14:09 / 13.06.2019
თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 13 ივნისს სპექტაკლს
ქუთაისში კერამიკული პანო
12:29 / 13.06.2019
ქუთაისში კერამიკული პანო "კოლხეთი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდება.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 33 °C
img
ქუთაისი 19 - 31 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისის საკრებულოს წევრს ნანა კოსტავას მედიასაშუალებები აღარ გააშუქებენ

ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

20:09 / 30.05.2019