კულტურა
18 მაისს ქუთაისის მუზეუმები დამთვალიერებლებს 01:00 საათამდე უმასპინძლებენ
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში არსებული მუზეუმები დამთვალიერებლებს ღამის 1 საათამდე უმასპინძლებენ. 

დამთვალიერებლებს მიიღებს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალური მუზეუმი). 20:00 დან 01:00 საათამდე მოეწყობა გამოფენა "სამხედრო მედიცინა და დიმიტრი ნაზარიშვილი - ტრადიცია გრძელდება".

20:00 დან 02:00 საათამდე უმასპინძლებს ვიზიტორებს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, სადაც ქუთაისის სამიათასწლოვანი ისტორია გამოფენით, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენებით გაცოცხლდება. 

თარიღის აღნიშვნას შეუერთდება დავით მხეიძის სახელობის ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი. 18:00 – 01:00 საათამდე ფოტოგამოფენა -"ქუთაისის მუზეუმები" მოეწყობა.

ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმი 19:00-01:00 საათამდე გამოფენას - "ქართველი ოლიმპიელები" წარადგენს.

ზ. ფალიაშვილის სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმში კი 20:00 საათზე პროექტის "ზაქარია ფალიაშვილის სახლი - მუსიკოსების ადგილი" პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, მოეწყობა ოპერის - "აბესალომ და ეთერი" 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კოსტიუმირებული სანახაობა.

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 19:00 - 01:00 საათამდე გამოფენა-წარმოდგენას  "მე და ღამე" გალერეაში დაცული საგანძურის სლაიდშოუს მეშვეობით შემოგთავაზებთ.

"ღამე მუზეუმში" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ეწყობა. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის
23:37 / 24.05.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის
ორგანიზებით
13:55 / 19.05.2019
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის ორგანიზებით
ფესტივალი
17:49 / 14.05.2019
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" ტრადიციულად მესხიშვილის
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
14:01 / 13.05.2019
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში
17:24 / 10.05.2019
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში "ვარლა" 
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019