ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში “ვარლა” 

65 ავტორის 107 ნამუშევრის დათვალიერებაა შესაძლებელი.

“ძირითადად ქუთაისელი მხატვრები არიან დარგებს შორის წარმოდგენილია, ფერწერა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება, გრაფიკა. გამოფენაში აქტიურად მონაწილეობენ რეგიონების წარმომადგენლები. გვყავს ერთი ზესტაფონელი დებიუტანტი მხატვარი, ნინო კაპანაძე. ორგანიზაცია დღითიდღე იზრდება. გამოსაფენ ნამუშევრებს კომისია არჩევს და ავტორის 1 ნამუშევარი მაინცაა წარმოდგენილი”,- განაცხადა ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალერი მეძმარიაშვილმა.

გამოფენის დათვალიერება მხატვრობის მოყვარულებს კიდევ რამდენიმე დღე შეეძლება.

მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა “გვირილობის” დღესასწაულის შემდეგ ყოველწლიურად იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *