ქუთაისში “რიგოლეტოს” მორიგი წარმოდგენა გაიმართება.

ჯუზეპე ვერდის ამ ნაწარმოებში მთავარ როლს ამჯერად მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ალუდა თოდუა შეასრულებს.

მასთან ერთად “რიგოლეტოს” მორიგ წარმოდგენაში იმღერებენ: მარიკა მაჩიტიძე (ჯილდა), ბადრი ადამია (მანტუას ჰერცოგი), კალისტრატე ხარჩილავა (სპარაფუჩლე), ნუცა ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), იაგო ბუხრიკიძე (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), სოფიო ბიბილეიშვილი (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი), მასხარა (ბაქარ ბაქრაძე).

სპექტაკლში მონაწიელობას მიიღებს ოპერის თეატრის, გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი.

ქუთაისის ოპერის თეატრში “რიგოლეტოს” საპრემიერო დადგმიდან მეოთხე წარმოდგენა 17 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

“რიგოლეტოს” პრემიერა 2017 წლის 27 დეკემბერს გაიმართა. სპექტაკლის დადგმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *