“გვირილობის” დღესასწაულზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ,

ქუთაისის მაჟორიტარ დიმიტრი მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიასთან ერთად, როგორც ღვაწლმოსილ, ასევე საპატიო ქუთაისელები გაასახელა და მათშესაბაიმისი საჩუქრები გადსცა. 

ერთ-ერთი მათგანი, ვისას ქუთაისის საპატიო მოქალაქის სტატუსი ერგო პოეტი ტარიელ ხარხელაურია. 

პოეტი თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ სიმონიანთხევში დაიბადა და მას ხშირად ვაჟა-ფშაველასთან აიგივებენ.

ხევსურ პოეტთან ერთად ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მწერალ გურმა დოჩანაშვილს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილს, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტს რამაზ კუბლაშვილს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებს: დავით როინიშვილსა და ვაჟა ოღრეშიძეს, ბიზნესმენებს: თენგიზ აბესაძესა და ბეჟან ახვლედიანს, სამედიცინო სასწავლებლის დირექტორი დავით ჭაჭიაშვილს მიანიჭეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *