კულტურა
ბელორუსის დრამატურგიის თეატრი ქუთაისში სამ სპექტაკლს წარადგენს
მესხიშვილის თეატრს ბელორუსის დრამატურგიის თეატრი ესტუმრება. დასი 3, 4 და 5 მაისს სამ სპექტაკლს წარადგენს. 3 მაისს მაყურებელს "პელიკანები"-ს, 4 მაისს "და თუ ხვალ არ იქნება"-ს, ხოლო 5 მაისს "ყველაფერი ის არის"-ს ნახვა შეეძლება. სპექტაკლები 19:00 საათზე დაიწყება.

ბელორუსიის დრამატურგიის თეატრ-ლაბორატორია 1990 წელს შეიქმნა, რათა ახალბედა დრამატურგებს დახმარებოდა სცენის კანონების შეცნობაში. ​დრამატურგებთან ინდივიდუალური მუშაობა, სამაგიდო რეპეტიციები, სემინარები, რეჟისორებისა და თეატრის სხვადასხვა სპეციალისტების მოწვევა, ხელს უწყობს ახალგაზრდა ავტორების პროფესიონალურ განვითარებას. თავისი არსებობის განმავლობაში, ბელორუსიის დრამის თეატრი ბელორუსიის კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.

2010 წელს, თეატრალური ხელოვნების სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ეროვნულ კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, თეატრს "ბელორუსის რესპუბლიკის დამსახურებული კოლექტივის" წოდება მიენიჭა .

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ბელორუსიის რესპუბლიკის დამსახურებული ხელოვნების მოღვაწე- ალექსანდრე გარცუევი, დირექტორი - სვეტლანა კარიუკინა.


ფოტო: ინტერნეტ სივრცე

| Print |