ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება.

ასევე, მოეწყობა პიანისტის ახალი ალბომის  „Pregnancy Music“ პრეზენტაცია.

კონცერტზე შესრულდება ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანის, შოპენისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. 

საფორტეპიანო მუსიკის პერფორმანსი 19 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება.

პროექტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვალერიან შიუკაშვილი ცხრა საერთაშორისო გრან პრის მფლობელი ქართველი პიანისტია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *