ქუთაისში ჩატარებული კონკურსის “ქართული ხელნაწერი” გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

გამოვლინდა საუკეთესო კალიგრაფიის მქონდე სამი მასწავლებელი და სამი მოსწავლე. საპრიზო ადგილები კონკურსანტებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა. 

მასწავლებლებს შორის:

I ადგილი – მაკა ბარდაველიძე – N1 საჯარო სკოლა;
II ადგილი – ნინო ლეჟავა – მ.ჭოხონელიძის საავტორო სკოლა;
III ადგილი – ქეთევან მინდიაშვილი – მ.ჭოხონელიძის საავტორო სკოლა.

მოსწავლეებს შორის:

I ადგილი – თორნიკე კოპალიანი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი;
II ადგილი – მარიამ ტეფნაძე – N15 საჯარო სკოლა;
III ადგილი – რიმა მაჭარაშვილი – N24 საჯარო სკოლა.

ჟიურის სიმპატია:

მაკა კობახიძე – მ.ჭოხონელიძის საავტორო სკოლა – მასწავლებელი;
ინგა ტორჩინავა – N10საჯარო სკოლის მასწავლებელი;

ანანო ლორია – N37 საჯარო სკოლის მოსწავლე;
ქეთევან ინასარიძე – N32 საჯარო სკოლის მოსწავლე.

კონკურსის ჩატარება ქუთაისის ააიპ “კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” განათლების განყოფილებამ უზრუნველყო.

“ქართული ანბანისა და კალიგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით აღნიშნული კონკურსი უკვე მე-6 წელია ტარდება. კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს იმატებს. კონკურენცია არის ჯანსაღი. ხელნაწერს ადამიანის გრძნობების, შთაგონების გამოხატვა შეუძლია. შეჯიბრი ყოველ წელს უფრო საინტერესო ხდება. წელს 110 მონაწილე დარეგისტრირდა. გამარჯვებულები 14 აპრილს დაჯილდოვდებიან,”-განაცხადა ააიპის  განათლების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, მაყვალა ქობულაძემ.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *