კულტურა
პრემიერა მესხიშვილის თეატრში "ლონეინის სილამაზის დედოფალი"

ფსიქოლოგიური დრამა „ლინეინის სილამაზის დედოფალი“, ირლანდიის პატარა ქალაქში მცხოვრები დედა-შვილის ურთიერთობაზე მოვგვითხრობს.

სცენარისტმა მარტინ მაკდონაჰმა, ის პრობლემები ასახა, რომელიც საზოგადოა ქვეყნაბისთვის, საიდიანაც ადამიანებს თავის დაღწევა სურთ. შვილის (მორინ ფილანი) და დედის (მეგ ფოლანი) თანაცხოვრება, მძიმე დღეებითაა აღწერილი. შვილი ვერ აღწევს თავს მოხუცი დედის კაპრიზებს, საკუთარი ცხოვრების არ მქონე მორინი, მსახურადაა ქცეული. დედა კი მუდმივად ცდილობს აკონტროლოს, საკუთარი წიაღიდან არ გაუშვას მომვლელად ქცეული ქალიშვილი. პატო და რეი დულებიც, მუდმივად ცდილობენ ლინეინიდან გაღწევას. გმირების სტრესული ცხოვრება პიკამდეა მისული. ერთმოქმედებიანი დრამა დედის მკვლელობით და მარტოობისთვის განწირული ფსიქიკურად დაავადებული მორინის ისევ ირლანდიაში დარჩენით სრულდება.

მარტინ მაკდონაჰის პიესას, კრიტიკოსებმა „თანამედროვე თეატრის საოცრება“ უწოდეს. ლ. მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე კი აღიარებული დრამა რეჟისორმა დავით ბახტაძემ დადგა, მუსიკალურადაც თავად გააფორმა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: სოფიო ჩირაძე-მორინ ფოლანი, ნანი ჟორჟოლიანი-მეგ ფოლანი, პატო დული-გიორგი შალამბერიძე, გელა ებანოიძე,  რეი დული-იოანე (თორნიკე) იმედაძე.

სპექტაკლის მხატვარია თეო კუხიანიძე.

დავით ბახტაძე
| Print |