აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულები ესტუმრებიან.

ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ დღეს, 2 აპრილს ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა( “შვიდი მომავკვდინებელი გრძნობა”) და ვახტანგ ვახტანგაძეს (“ალაჰი ჩემი მეგობარია”) შეხვდნენ.

10 აპრილს კი აწსუ-ს ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზი ნათია ჯაგოდნიშვილსა (“ცდუნება”) და ნუცა გუბელაძეს (“გულაგელი გოგონები”) დაეთმობა.

დიდი ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულებთან შეხვედრა 2 და 10 აპრილს 14 საათზე გაიმართება.

ფოტო: Marao.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *