ქუთაისს ცნობილი პოლონელი ჯაზ-საქსაფონისტი და

კომპოზიტორი ადამ ვენტი ეწვევა. კონცერტი პოლონური ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებას პოლონეთის ელჩი მეუღლესთან ერთად დაესწრება.

გარდა პოლონელი ჯაზმენისა, კონცერტზე ქუთაისელი ჯაზის შემსრულებლებიც დაუკრავენ.

საღამო 9 თებერვალს  ღვინის გალერეა ,,საწნახელში” გაიმართება.

კონცერტზე დასწრება უფასოა.

ადამ ვენტი არაერთი საერთაშორისო პრიზის და ჯილდოს მფლობელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *