“გვაქვს იდეა, რომ რეზო გაბრიაძეს ვთხოვოთ და მისი ყველა ნაშრომი ერთ წიგნად გამოვცეთ.

გვინდა, ერთად იყოს თავმოყრილი მისი ნამუშევრები. წიგნის გამოცემას ქუთაისის მერია დააფინანსებს. ეს იქნება ქალაქისათვის გაკეთებული დიდი საჩუქარი,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე დაიბადა 1936 წელს, ქუთაისში. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის “მიმინო”, “არ იდარდო”, “ქინ ძა ძა”, “შერეკილები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “სამნი გზაზე” და ა.შ.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – “ნიკა”, “ტრიუმფი”, “ოქროს ნიღაბი”, “ოქროს სოფიტი”, “ცარსკოსელსკაია პრემია”, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *