კულტურა
ჭათურასა და ხარაგაულში საახალწლოდ ნაძვის ხეები უკვე მორთეს
ჭიათურის მერიის წინ მდებარე სკვერში საახალწლო ნაძვის ხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა აანთეს.




ნაძვის ხე ჭიათურაში - ფოტო : ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია. 

საახალწლო ნაძვის ხე მორთეს ხარაგაულშიც. პროცესში მონაწილეობა ბავშვებმა მიიღეს. 



ნაძვის ხე ხარაგაულში - ფოტო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია. 


საახალწლო სამზადისი იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტბშიც მიმდინარეობს. ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე 28 დეკემბერს აინთება. რადიო "ძველი ქალაქის" ინფორმაციით, ნაძვის ხე გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერის ფონზე "ფიფქების ცეკვა" განათდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის სიმფონიური ორკესტრიც, რომელიც "მაკნატუნას" შეასრულებს.

| Print |