კულტურა
"ბიოგრაფია: თამაში" - მესხიშვილის თეატრში პრემიერა შედგა
"თქვენ თქვით, რომ თუ შეძლებდით თქვენი ცხოვრების თავიდან დაწყებას, მაშინ ზუსტად გეცოდინებოდათ რა გაგეკეთებინათ უკეთესად,"- ვკითხულობთ მაქს ფრიშის პიესა ბიორგრაფია თამაში-ს აღწერაში. საკუთარი მეს ძიების პიესად ქცეული რთული ამბავი მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორმა თამარ ჭინჭარაულმა გააცოცხლა. პიესა საქართველოში პირველად იდგმება და მისი თარგმანიც პირველია, ინგლისურიდან  თამარ ჭინჭარაულმა და ავთანდილ გოგეშვილმა თარგმნეს. 

ცნობილი შვეიცარიელი დრამატურგის, რომანისტისა, არქიტექტორის და ფილოსოფოსის ტექსტებში მთავარი თემებია: იდენტობა, მორალი, ინდივიდუალიზმი, პასუხისმგებლობა, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ვალდებულებები და სხვა.
მაქს ფრიშმა პიესა "ბიოგრაფია: თამაში" პირველად დაწერა 1967 წელს, ხოლო 16 წლის შემდეგ, 1984 წელს მისი განახლებული ვერსია გამოსცა. თუ თავიდან პიესას 33 მოქმედი პირი ჰყავდა, განახლებულ ვერსიაში ესეც შეცვალა. ბიორგაფია თამაშშიც როლები 5-მა მსახიობმა: დავით გაჩეჩილაძემ, გელა ებანოიძე,მ, თინათინ მოსულიშვილმა, მაგდა ჩიხლაძემ და აბელს სოსელიამ შეასრულეს. 

სპექტაკლის ნახვას მაყურებელი კიდევ 6 და 8 დეკემბერს შეძლებს. 






















| Print |